პარტია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო კილაძე მიმართვას ავრცელებს, ლალი მოროშკინას ბრალდებებზე, თავისი შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ,,ბოლო პერიოდში ხშირად მესმოდა ოპონენტის მიერ, ჩემი მისამართით გავრცელებული არაერთი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ არასდროს ჩამითვლია საჭიროდ მეპასუხა იმ უსაფუძვლო და პროვოკაციულ განცხადებებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ იაფფასიან პიარკამპანიას ემსახურებოდა.
ლალი მოროშკინა ამ გზებით ცდილობს საკუთარი კანდიდატურის დაბალი რეიტინგი და დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მსგავსი მეთოდებით აიმაღლოს. თუმცა, დღევანდელი შემთხვევა იმ გამონაკლისს წარმოადგენს, რომლის უპასუხოდ დატოვება, ამ შემთხვევაში, მართებულად არ მივიჩნიე, ვინაიდან საქმე ახალგაზრდის ჯანმრთელობასა და მასზე ძალადობას ეხება.
ოპონენტი ცდილობს, საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, რაც ჩემთვის მიუღებელია. არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა კი როგორც ჩემთვის, ასევე, საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვუწოდებ, სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ. აქვე, მინდა აღვნიშნო და ოპონენტებს შევახსენო, რომ მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის სწორედ ის ძალა, რომლემაც შექმნა ისეთი წინასაარჩევნო მოცემულობა და გარემო, სადაც თითოეულ პარტიას და მის მაჟორიტარობის კანდიდატს, საშუალება აქვს ამომრჩეველს შესთავაზოს საკუთარი პროგრამა და ხედვები, ყოველგვარი შეზღუდვისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. (R)