დღეს, 12 საათზე "ქართული ოცნება“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს გამოაქვეყნებს.
პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილ მემორანდუმს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაასაჯაროებს.
არსებული ინფორმაციით, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.
პარტიების უმრავლესობა, ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს.