დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდება, შემდეგ კი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
გიორგი კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით ღია მმართველობის პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
პრემიერი მოლდოველ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყო გიორგი კვირიკაშვილისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის თემა.
საპარლამენტო არჩევნებზე და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე იმსჯელეს კვირიკაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა.