დელფინი
დელფინები დედამიწის თითქმის ყველა ზღვასა და ოკეანეში გვხვდება. დელფინი, საშუალოდ, 50 წელს ცოცხლობს და თავისი 88 კბილის საშუალებით დღეში, დაახლოებით, 30 კილოგრამ თევზს ჭამს. მათი წონა 500 კილოგრამს აღწევს.
გავრცელებულია აზრი, რომ დელფინი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ცხოველია. ზრდასრული დელფინის ტვინი 1700 გრამს იწონის, ადამიანის 1400 გრამს, თუმცა, მის ტვინში გაცილებით ნაკლები ნეირონებია (ნაკლები ვიდრე პრიმატების ტვინში).
პრიმატები
პრიმატების ოჯახს ეკუთვნის ასევე ადამიანიც. ინტელექტის მიხედვით ადამიანის შემდეგ პირველ ადგილზე შიმპანზე დგას. პრიმატებს აქვთ დიდი რთული ტვინი. ისინი ქმნიან რთულ სოციალურ ელემენტებს და აქვთ განვითარებული ცალკეული სალაპარაკო თვისებები.
სპილო
ყველაზე დიდი ხმელეთზე მოსიარულე ძუძუმწოვარია დედამიწაზე. სპილოები ცნობილნი არიან თავისი კარგი მეხსიერებით და მაღალი ინტელექტით. სპილოები ერთმანეთს სხვადასხვა ჟესტებით ესაუბრებიან.
ძაღლი
ეს ცხოველი მოიშინაურეს 10 ათასი წლის წინ. ძაღლს ესმის 250 სიტყვა და ჟესტი, მას შეუძლია დაითვალოს 5-მდე და გააკეთოს უმარტივესი მათემატიკური მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ჭკვიანი ძაღლი არის პუდელი.