საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში, ბოლო დღეებში, სისხლისმღვრელი მოქმედებები განახლდა, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს. საბჭო ალეპოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
გაეროს გენერალურმა, მდივანმა პან გი მუნმა, ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა და მსხვილი კალიბრის ბომბების გამოყენება დაგმო.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გუშინ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.