„ნაციონალური მოძრაობის” წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას იმ მასკარადში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერაა დადგმული. ისინი სუს-ს დაკითხვისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლას სთავაზობენ.
„ყველანაირად ცდილობენ, თავისავე დადგმულ მასკარადში ჩაგვაბან. მე მათ ვეუბნები, რომ მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გავცე პასუხი, მათ შორის იმ ბოდვაზეც, რომელიც დღეს გამოაქვეყნეს. მე მათ ვეუბნები _ მობრძანდნენ აქ და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს, _ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც უწყება არ ჩაიბარა.