“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით საარჩევნო ბლოკი _ “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა“გირჩმა” დატოვა.
როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი ფინანსებია. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბურჭულაძის გაერთიანების წარმომადგენლებმა პირად საუბრებში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე დეტალურ ინფორმაცის არ ფლობენ და შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გააკეთებენ.
ჩვენ ამ წუთებში ვცდილობთ "გირჩის" წარმომადგენლებთან დაკავშირებას და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.