"ლიბერთი ბანკის" ფილიალი ამჯერად გლდანში დააყაჩაღეს. დამნაშავის დაკავების მცდელობისას პოლიციელი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დამნაშავემ სამართალდამცველს ცეცხლი დევნის ოპერაციის დროს გაუხსნა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.