საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი, როდესაც მან ჩვენება მისცა ჩემგან ან ჩემი გუნდისგან გარანტიებს არ საჭიროებდა.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ყველაზე მეტად დაზარალებული და გაღიზიანებული "ნაციონალური მოძრაობისან" სწორედ ის გახლდათ. დამატებით მოტივაციას და გარანტიებს ის არ საჭიროებდა. თვითონ ცდილობდა მიწოლას და დღესაც ასე გრძელდება", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება კახა კალაძისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.