„ჩამოვიყვანდი ხატიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად,“- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან განახლებულია და ის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან განახლებული. ხატია დეკანოიძე არის უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი. ეს არ არის შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან, პარტიამ უნდა გადაწყვიტოს ბოლო ჯამში ყველამ ერთად.
მე, მაგალითად, ჩამოვიყვანდი ხატიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: "რუსთავი 2"