”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს.შემთხვევა ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოხდა. მათივე მტკიცებით, ავტომანქანაში გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაშავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მძღოლი.