ევროსაბჭო თანახმაა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. აღნიშნული ინფორმაცია CONSILIUM. EUROPA. EU-ზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 5 ოქტომბერს მუდმივ წარმომადგენელთა კაბინეტი, საბჭოს სახელით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანახმა, რასაც ადასტურებს კომისიის წინადადება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის, ხოლო ევროკავშირიში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა უზრუნველყოს, 90 დღიდან 180 დღემდე ვადით მოგზაურობისას.
როგორც ცნობილია,სლოვაკეთმა ევროპარლამენტტან მოლაპარაკებები აღნიშნული საკითხის შესახებ უკვე დაიწყო.
სლოვაკეთის ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი საბოლოოდ მხარს დაუჭერს პროცესის დასრულებას.
„საბჭომ დღეს გამოხატა ძლიერი ვალდებულება საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ევროპარლამენტი საბოლოოდ მხარს დაუჭერს პროცესის დასრულებას, ისე რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა შეძლონ, რაც შეიძლენა მალე,“_განაცხადა იავორციკმა.
ამავე თემაზე:
ევროკავშირმა საეჭვოა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე მიანიჭოს
ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
საქართველოს, კოსოვოს, უკრაინასა და თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირი მიგრანტების კრიზისის გამო ვიზალიბერალიზაციის პროცესს აფერხებს
ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო