რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური-კრიზისული ცენტრი სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ.
„8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ტურისტებისთვის რეკომენდებულია, მოერიდონ მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს“, _ ნათქვამია განცხადებაში.