„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებაში სავარაუდოდ მონაწილე ერთ-ერთი პირის დავით ხეჩუაშვილის მამის განცხადებით, გამორიცხულია მის შვილს აფეთქებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხეჩუაშვილი რუსეთშია.
ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი თავის დროზე ეჭვმიტანილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილ ტერაქტში და ამის გამო ის დაკავებულიც იყო, შემდგომ კი დავით ხეჩუაშვილი თავდაცვის და შინაგან სამინისტროში მუშაობდა.
ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ ასევე მისი შვილი მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხში.
"ხუთი დღეა, წასულია და როგორ მონაწილეობდა, გამაგებინეთ, რუსეთშია სამუშაოდ,“ _ განაცხადა ანზორ ხეჩუაშვილმა.
ამ დროისთვის ხეჩუაშვილების ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. სეპცოპერაცია ტარდება ასევე ორთაჭალაშის, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, იარაღია ნაპოვნი.
ამავე თემაზე:
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცის ახალი დეტალები
გლდანში, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს
საეჭვო დეტალები გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეში