საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით მჟავანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებებს გადაღების პროცესში ხელი ეშლებათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
თენიეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, დავით მჟავანაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მან პირადად გადაამოწმა:
"55-ე უბანზე მე თვითონ ავედი, გადავამოწმე და ამ წუთს მედიასაშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს“
რაც შეეხება 26 უბანზე სოფლის დეპუტატის დასწრებას, გადავამოწმებ და ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად“ _ამბობს თენიეშვილი.