ამ დროისთვის არსებული საარჩევნო დარღვევების შესახებ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კომენტარს აკეთებს.
"ძირითადი დარღვევები დაფიქსირებულია წილისყრის პროცედურებთან და რამდენიმე სადამკვირებლო ორგანიზაციის არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით.
ზოგადად, საარევნო უბნენი გაიხსნა დროულად და აღჭურვილი იყო სათანადო მასალით. რა შეეხება, წილისყრის პროცედურების დარღვევას, გამოვლინდა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, როდესაც გადასატანი ყუთის წამღები წევრის წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. ეს, ჩვენი შეფასებით, წამოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არასათანადოდ შესრულებას, რაზეც ჩვენ დავწერეთ საჩივარი, მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრები უნდა მონაწილეობდნენ ამგვარ წილისყრებში.
ჩვენთვის, ასევე, ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე ოლქში, კომისიის ის წევრები, რომლებიც უარს აცხადებდნენ წილისყრაში მონაწილეობაზე, არც სხვა წილისყრაში მიიღებდა მონაწილეობას და დღის განმავლობაში მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის მითითებებს შეასრულებდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომისიის თავმჯდომრეებს ასეთი დირექტივა ჰქონდათ მიღებული", _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.