„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერიანებული ოპოზიციის“ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ლატარიას ინფორმაციით, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის, 58-ე საარჩევნო უბანზე გურამ დონაძემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.
როგორც "გურია ნიუსს" ლატარიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი პარტიის წარმომადგენლები საჩივარს წერენ.
"გურამ დონაძე ვაზისუბნელი იყო, მაგრამ ამოწერილია აქედან. ხმის მისაცემად რომ მივიდა რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ მას იმ უბანზე ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, ის არ დაემორჩილა რეგისტრატორებს, ყვიროდა, ისევ ვაზისუბნელი ვარ, ვინ კითხავს ჩემ სიდედრს რომ ამომწერაო. აიღო ბიულეტენები, იქვე შემოხაზა 5-იანი, კაბინაში არც შესულა და ჩაყარა საარჩევნო ყუთში. ამას კომისიის თავმჯდომარე შეეწინააღმდეგა, მაგრამ ვერაფერს გახდა", _ აღნიშნა ლატარიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, მსგავს პროვოკაციებს მისი კონკურენტი პარტიის წარმომადგენლები კიდევ აპირებენ.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას საარჩევნო უბნის თავმჯდომარესთან ცდილობს. მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
გურამ დონაძე ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უჩივის