ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში, სოფელ კაბალში, მე-18 საარჩევნო უბანზე მამაკაცი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მაისური ეცვა დებოში მოაწყო, – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე აცხადებს.
”მამაკაცი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მაისური ეცვა შევიდა საარჩევნო უბანზე, დაიწყო ყვირილი, თუმცა მოგვიანებით უბნიდან გაიყვანეს”, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ
როგორც მჭედლიძემ აღნიშნა, ამჟამად საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.