ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძეს თქმით, დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენები ერთმანეთს შეერია, რაც ბიულეტენების აკინძვისას დაშვებული სავარაუდო სტამბურ შეცდომითაა გამოწვეული.
„სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც სტამბაში ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა. ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია. თუმცა, რაც შეეხება ბიულეტენებს, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონის თანახმად, გაბათილებული იქნება“, _ აღნიშნა ანა მიქელაძემ.