მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. კალაძემ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
„არჩევნების დასრულებამდე ერთ საათზე ნაკლები დარჩა. საარჩევნო პროცესი მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მოვლენებს, სადაც ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს. ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა იქნება აღკვეთილი და გამოძიებული. აღსანშნავია ამომრცევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველბმა გამოიჩინეს. მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური, პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს“, _ განაცხადა კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანი გაუქმდა.
ამავე თემაზე: