ჯიხშკარში ხმების დათვლის პროცესი ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ გუნავა ავრცელებს.
მისი თქმით, საარჩევნო უბანზე, სადაც ხმების დათვლის პროცესი უნდა დაწყებულიყო, 100-ზე მეტი ადამიანი შევარდა და საარჩევნო ყუთი დაამტვრია.
"100 კაცამდე შევარდა და ხმის დათვლის პროცესი ჩაიშალა, როდესაც მიხვდნენ, რომ აგებდნენ. როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდათ მობილიზაცია. პოლიცია ყველგან დგას, მაგრამ რატომღაც ახლოს არ მივიდნენ. რა თქმა უნდა, მთავრობას ეკისრება პასუხიმგებლობა. დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი. 100-ზე მეტი ადამიანი იყო და ეტყობა, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ამ წუთებშიც შეხლა-შემოხლაა. აუცილებელია, სამართალდამცავებმა მოახდინონ რეაგირება,"_ განაცხადა თენგიზ გუნავამ "რუსთავი2"თან საუბრისას.
ტელეკომპანია" პირველის ინფორმაციით კი, ჯიხაშკარში, 79-ე უბანში ხმების დათვლის დროს ვინმე გია მხეიძე შევარდა ხუთამდე პირთან ერთად და დალეწა ყველაფერი. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დამკვირვებლებს. ნაცმოძრაობიდან კომისიის წევრის ინფორმაციით, მხეიძე "ოცნების" მხარდამჭერია და ოცნება აგებდა ჯიხაშკარში. დარბეულია მოპირდაპირე მხარესაც 108ე უბანი. პოლიცია უბანზე გვიან გამოცხადდა.