ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ამომრჩევლებს 3:00 საათიდან ცესკოსთან ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პარტიის წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა.
ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ცესკო წინასწარი მონაცემების გამოცხადებას იმ მიზეზით აგვიანებს, რომ იმ შედეგის დასმას ცდილობს, რომელიც სამი ტელევიზიის მიერ ეგზიტპოლებში გამოცხადდა.
„კახი კალაძე ივანიშვილის მითითებით ცდილობს იმ შედეგები მაქსიმალურად გამოცხადებას, რომელიც სამი ტელევიზიის ეთერით ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული. ვიდრე ცესკო ამ ბალანს დასვამს, დაიწყო უბნების დარბევები და თავს ესხმიან იმ უბნებს, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ივანიშვილის მონურ მორჩილებაში მყოფი ამ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შედეგი 53% – 20%-ან თანაბარდობაში დასვას, მაგრამ არ გამოსდით არანაირად და სადაც ინტელექტი და ჭკუა არ ჰყოფნით, პირდაპირ ვარდებიან საარჩევნო უბნებში,“ _ აცხადებს ნიკა მელია, რომელმაც მის მხარდამჭერებს ცესკოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.