ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგები, დღეს, 20:00 საათზე, გამართულ სხდომაზე დათვალა და შეაჯამა.
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის პარლამენტის არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართა.
№1 ბაგრამის საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში 1 171-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანზე კი 132-მა.
ავღანეთში გამართულ კენჭისყრაში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები.“
№1 ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 564 ხმა მიიღო, ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 232 ხმა, ხოლო პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – 214 ხმა.
რაც შეეხება №2 მაზარი შარიფის საარჩევნო უბანს, აქ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 50, ხოლო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 65 ხმა მიიღო.