პოლიტიკურ გაერთიანებაში სახელმწიფო ხალხისთვის დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. არ არის გამორიცხული, პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე პარტიაში არ ადასტურებენ. სახელმწიფო ხალხისთვის წევრი გოგა კალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პაატა ბურჭულაძე პარტიას ტოვებს. მან აღნიშნა, რომ ცოტა ხანში პარტიაში თათბირი დაიწყება. რომელსაც დაესწრება პაატა ბურჭულაძე, ასევე პარტიის სხვა ლიდერები, და სწორედ ამის შემდეგ გახდება ინფორმაცია ცნობილი, იმის შესახებ თუ როგორი იქნება პარტიის სამომავლო გეგმა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაატა ბურჭულაძე. გოგა კალაძე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პარტია არ დაიშლება, და ისიც პარტიაში რჩება.
„პარტია არ იშლება. ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის, ზოგი მოდის", _ აღნიშნა გოგა კალაძემ.