ჩინეთში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შენობა 1970-იან წლებში აშენდა და ცუდ მდგომარეობაში იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მიგრანტი მუშები არიან, რომლებიც ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ.
გავრცელებული ცნობით, მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან 6 ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს.