ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. როგორც პარტიის ოფისში განმარტავენ, ისინი პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ, შევა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“.
ასევე, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა პარტია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა, საკითხებზე გადაწყვეტილებას კენჭისყრის გზით მიიღებენ.
პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება და მას „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა ლიდერი დაესწრება.