თბილისში, ვარკეთილში 35 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ ჩაცხრილეს, იგი ადგილზე დაიღუპა. მძიმედაა დაჭრილი გარდაცვლილის ძმაც.
შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ძმების მიმართულებით ცეცხლი ოთხმა ახალგაზრდამ გახსნა.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები უკვე ჩატარდა, ამოღებულია დნმ-ის რამდენიმე კვალი და თითის ანაბეჭდები,
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილები არასრულწლოვანები არიან.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
უწყება სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.