ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
კაკო ტიბუა გვიან ღამით ზუგდიდის სამმართველოში წუხელ გვიან ღამით გადაიყვანეს.
ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კანონდარღვევით მოხდა.
მისივე თქმით, ტიბუა სამმართველოში შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი გიორგი მხეიძეა დაკავებული, რომელსაც სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.