მეორე კლასელ ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში მაშინ მოხდა, როცა ბავშვი სკოლაში მიდიოდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.