კურიოზული გაყრის პროცესი დასრულდა ისრაელში, ბერ-შევის რაბინის სასამართლოში. ქორწინება დაირღვა, ქმრის თხოვნის თანახმად. მიზეზად მან დაასახელა აუტანელი ცხოვრება ცოლთან, რომელსაც ცხოველებისადმი გადაჭარბებული სიყვარული აქვს.
მამაკაცის სიტყვებით, მისმა ცოლმა 550 კატა შეიფარა, რომლებმაც მთლიანად გაავსეს მათი სახლი. მას არ შეელო, დაეძინა თავის საძინებელში, რადგან საწოლზე ათეულობით კატა ნებივრობდა და ისინი უარს ამბობდნენ იატაკზე ჩამოსვლაზე. კატები არ უშვებდნენ მას სააბაზანო ოთახში, შეუძლებელი იყო მშვიდად მოემზადებინა რაიმე უმარტივესი კერძიც კი, ეჭამა საჭმელი… „როგორც კი მაგიდას მივუჯდები, მაშინვე მოცვივდებიან კატები და პირდაპირ ხელიდან მტაცებენ საჭმელს”, – განაცხადა ქმარმა.
მეუღლეებმა რაბინის სასამართლოსგან მიიღეს მიწერილობა, სადაც მათ ურჩევდნენ, არ გაჰყროდნენ ერთმანეთს, მაგრამ განხეთქილების აღმოფხვრა ვერ შეძლეს – ქალმა უარი თქვა, მიეტოვებინა კატები.