საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება საპარლამენტო არჩევნების საკითხს და მადლობას უხდის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს გაწეული მუშაობისთვის.
„მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას. მარტო აჭარაში გაუქმებული (ესე იგი, ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს.
მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინეთ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.