გუშინ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში ჩემი კითხვა" კახა კალაძის მისამართით, გადაცემის სტუმრის, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ კალაძე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ შედგა დიდი პოლიტიკოსი, კალაძემ უპასუხა. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ბოდიშს უხდის "რესპუბლიკელებს".
„მინდა ბოდიში მოვუხადო „რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არის 0,3 პროცენტიანი პარტია და არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1 პროცენტზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს“, _ განაცხადა კალაძემ.