გუშინ, გვიან ღამით, ინციდენტი მოხდა თბილისში. ორთაჭალაში 32 წლის მოქალაქეს ფიზიკურად ორი პირი გაუსწორდა. მისი უფლებადამცველის თქმით, თავდასხმა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში მოქალაქეებს გენდერული იდენტობის გამო უსწორდებიან და მძიმე ფიზიკურ მდგომარეობამდე მიჰყავთ, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პრევენციული ღონისძიებების გატარებას სახელმწიფოს ხელისუფლებისგან და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას, სასწრაფო ზომების გატარებას. ეს ერთი მაგალითია, რა მდგომარეობაში არიან ჩვენს ქვეყანაში ლგბტ თემის წარმომადგენლები და კერძოდ, ტრანსგენდერი პირები, _ ამბობს უფლებადამცველი.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა ყელის არეში და მოტეხილი აქვს სახის ძვლები.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.