ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მიმდინარე მოვლენებს სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ეხმაურება. ადამ შანთაძე მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
შანთაძე აცხადებს, რომ მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების გაჭიანურებაა:
„ძირითადად მათი პრეტენზია იყო კომისიის დასკვნის გაჭიანურება. ამიტომ, კომისია შეიკრიბება, ყველა ეს საკითხი უახლოეს მომავალში დადგება დღის წესრიგში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნება მიღებულია“, _ აცხადებს ადამ შანთაძე.