ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მწვავე ინფექციური დაავადება ჩუტყვავილას დაფიქსირების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დღეიდან ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ბაგა-ბაღში დროებით შეწყდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ინფორმაციით, ლესის ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ოთხი ნოემბრიდან განახლდება.