კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყების კუთვნილ, ”კამაზის” მარკის” ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა.
მათივე ცნობით, გარდაცვლილია ერთი სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენები კი მსუბუქი დაზიანებებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.