"ისმის კითხვა, რატომ გამოიყენა სასიკვდილო ძალა ამ ადამიანის მიმართ?!" _ ასე ეხმაურება სამხედრო სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტს სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული და ობიექტური გამოძიება:
“გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რაც ვრცელდება არის ის, რომ ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი საკმაო დისტანციაზე იმ ადამიანს, ვინც გარდაიცვალა. გაქცევის მცდელობის დროს ისმის კითხვა, რატომ გამოიყენა სასიკვდილო ძალა ამ ადამიანის მიმართ. ასე რომ, კითხვები ჯერ კიდევ ბევრია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამჭვირვალედ წარიმართოს ეს ყველაფერი, რადგან ძალიან არასაჭირო იქნება ქართული ჯარისთვის ისეთი ინციდენტი როდესაც საეჭვო მდგომარეობაში სამხედრო პირმა სამოქალაქო პირი გამოასალმა სიცოცხლეს". _ განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.