2016 წლის 30 ოქტომბერს ტარდება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატთა შორის მეორე ტური, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ლანჩხუთის რაიონიდან წარმოდგენილი ორი კანდიდატი:
"ქართული ოცნებიდან" ქალბატონი ნინო წილოსანი და დამოუკიდებელი კანდიდატი ბატონი აკაკი ჩხაიძე (ორივე მათგანს პიროვნულად დიდ პატივს ვცემ).
მე, დავით ჟღენტი, პირველ რიგში, ვარ ჩოხატაურელი და მაქვს ვალდებულება, ვიფიქრო პრაგმატულად, მხოლოდ რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, სახელისუფლებო პარტიისგან წარმოდგენილ მაჟორიტარს გაცილებით მეტი ბერკეტი გააჩნია საკითხების მოსაგვარებლად ვიდრე ოპოზიციურად განწყობილს ან დამოუკიდებელს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩემს მხარდამჭერებს, ჩოხატაურელებს:
მივიღოთ ჩოხატაურისთვის საჭირო, გონივრული გადაწყვეტილება იმ სურვილით და იმედით, რომ ხელისუფლება და მისი მაჟორიტარი (ასევე, პარტიული სიით გასული პარლამენტის წევრი ბატონი თემურ ჭკუასელი) აუცილებლად გაითვალისწინებენ (შეძლებენ) ჩვენს რაიონში წლების მანძილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას.
მოგიწოდებთ (გამოთავისუფლებული ხმებით), მხარი დავუჭიროთ "ქართული ოცნების" კანდიდატს ქალბატონ ნინო წილოსანს!
პატივისცემით, დავით ჟღენტი (R)