ჩოხატაურის 62-ე საარჩევნო ოლქში, 19 საათის მონაცემებით, საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 10 144 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 54.7%-ს შეადგენს.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო პროცესში რაიმე სერიოზული სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა.