ბრიტანული ჟურნალის „Heat“-ის აღიარებით, ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცია.
ბრიტანული ჟურნალის გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ჟურნალისვე ერთგული მკითხველები, მათ შორის საგანგებოდ ამ გამოკითხვისთვის მოწვეული ჟიურის წევრები.
ბრიტანელმა გაუსწრო კანადელ კინომსახიობებს – რაიან გოსლინგსა და რაიან რეინოლდს. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბექჰემი ტოპ ოცდახუთეულის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც სპორტით გახლდათ დაკავებული.
პრეტენდენტები შეფასდნენ გარეგნობით, სტილით, ნიჭითა თუ ხასიათით.
ადრეულმა სექს-სიმბოლოებმა ჯონი დეპმა, ჯორჯ კლუნიმ და ბრედ პიტმა, მნიშვნელოვნად დათმეს საკუთარი პოზიციები – შესაბამისად დაიკავეს მერვე, მეთერთმეტე და მეცხრამეტე ადგილები.