58 წლის ასაკში მადონა თავისზე ბევრად ახალგაზრდა კონკურენტებზე უკეთ გამოიყურება. ასეთ ფორმაში ის სპეციალური ვეგეტარიანული დიეტის მეშვეობით რჩება, რომელიც მისმა შეფ-მზარეულმა მაიუმი ნიშიმურამ შეიმუშავა. მომღერლის რაციონში შედის ბურღულეული, ბოსტნეული, ზღვის წყალმცენარეები და სოიოს პროდუქტები. მადონამ უარი თქვა რძის პროდუქტზე, ხორცზე და ყავაზე.
"როგორც კი უარს იტყვით ხორცზე, ყავაზე და შაქარზე 10 დღეში თქვენ იგრძნობთ, რომ უკეთესად ხართ,"_ ამბობს მადონას დამხმარე.
მადონა უპირატესობას მაქსიმალურად ახალ საკვებს ანიჭებს. საყვარელ კერძებში შედის მისო-წვნიანი, წყალმცენარეები სტაფილოთი, ხახვითა და სოიოს სოუსით, საუზმეზე კი შვრიას მიირთმევს.