საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილი ოჯახებისთვის, კენჭისყრის პრინციპით, ბინები განაწილდა.
დევნილ ოჯახებს ბინები, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსში გადაეცათ.
კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. ვაზიანში არსებულ ხუთსართულიან შენობაში სულ 40 ბინაა, აქედან 10-ერთოთახიანია, 25-ოროთახიანიდა 5-სამოთახიანი. (R)