თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საზარელ მკვლელობაში ბრადებულის საქმეს განიხილავს. სხდომა 12:00-ზე დაიწყო. ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა გარდაცვლილის სხეულის დანაწევრების შემდეგ მისი სხეულის ნაწილები შეჭამა, რასაც თავად ადასტურებს, ამის შესახებ განცხადება პროკურატურის წარმომადგენელმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
5 ბრადლებულიდან ერთ-ერთი არასრულწოვანია, რის გამოც სასამართლო პოცესი დახურულია.
სამ ახალგაზრდას – მათ შორის მოკლულის შვილს – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორს კი დანაშაულის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ხუთივე ბრალდებულის შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება და ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს.