ცოტა ხნის წინ „ფორბსმა“ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების მორიგი რეიტინგი შეადგინა.
ამ სიის სათავეში მომღერალი ბიონსე აღმოჩნდა.
ამ ქალბატონის საშუალო ჰონორარი ერთ გამოსვლაში, როგორც კომპანია „Pollstar“-ის ანალიტიკოსები ამბობენ, 2,4 მლნ დოლარია.
ამასთან, ბიონსემ ნამდვილი ბიზნესიმპერია ააწყო. ის მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს „H&M“-ისა და „პეპსის“ კამპონიებში, გამოუშვა, ასევე, სუნამოების საკუთარი ხაზი და დაკავებულია ბრენდ „House of Dereon“-ის ტანსაცმლის წარმოებით.
„ფორბსი“ რეიტინგებს ყველაზე მაღალანაზღაურებად და პოპულარულ კინო, ტელევიზიის, შოუ-ბიზნესის, სპორტის, ლიტერატურის და სამოდელო ბიზნესის 100 წარმომადგენელს შორის ადგენს.
რეიტინგში ბიონსეს ლებრონ ჯეიმსი და Dr. Dree მოსდევს.