ელიზაბეტ ჰერლი რუს ოლიგარქ ევგენი ლებედევზეა შეყვარებული. როგორც რუსული მედია იუწყება, მათ რომანი უკვე, თითქმის, წელიწადია აქვთ, თუმცა, ამის შესახებ არ საუბრობდნენ.
პრესაში მათ რომანზე მას შემდეგ დაიწერა, რაც, ცოტა ხნის წინ, საქველმოქმედო საღამოზე ერთმანეთს საჯაროდ აკოცეს. საღამო ლონდონურ „Mandarin Oriental“-ში შედგა.
პრესაში წერენ, რომ მთელი ღონისძიების მანძილზე, ლებედევი 51 წლის მსახიობს, რომელიც შავ კაბაში მშვენივრად გამოიყურებოდა, გვერდიდან არ შორდებოდა.