"ქართული ოცნების” წევრს, დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტაბების ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეარყევს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"ჩვენთვის ნაკლებად ეცლება ამერიკას, ამიტომ ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ. ალბათ, ევროპასთან უნდა გავამყაროთ ურთიერთობები, თუმცა ევროპაშიც არის მოძრაობები, მათ ევროსკეპტიკოსები ჰქვია.
ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი სტიმული იქნება ევროსკეპტიკოსებისთვის. საქართველოში ალბათ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ვარ, ვინც ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპი გაიმარჯვებდა, რადგან ის სისტემა, რომელიც არსებობს დღეს, ფინანსური, დღეს არ დაწყებულა, დაიწყო გუშინ და გუშინწინ.
აქ საქმე არ არის, რომ არჩევნები მიმდინარეობს „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის, უბრალოდ, ეს არის ბანკირებისა და რეალური ეკონომიკის დაპირისპირება. ამერიკამ რეალურ ეკონომიკას დაუჭირა მხარი. ამერიკის შეერთებული შტატები დაიბრუნებს იმ სახეს, რაც 70-იან წლებში ჰქონდა" _ განაცხადა ჭიჭინაძემ.