https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა შეიძლება შეიცვალოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში

18:11; 9.11.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები 276/218-ზე ტრამპის სასარგებლოდ გადანაწილდა, სულ კი, გამარჯვებისთვის 270 ხმა იყო საჭირო.

რა გავლენას იქონიებს ტრამპის გამარჯვება მსოფლიო პოლიტიკაზე და საქართველოზე, ექსპერტები წინასწარ პროგნოზებს აკეთებენ.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, ის გადაჭარბებული ტრაგიზმი, რომლითაც ხვდება საზოგადოება დონალდ ტრამპის არჩევას, ცოტა უადგილოა.  

"გასაგებია, რომ ტრამპი არ არის ტრადიციული რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელიც  გარკვეულ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ არა მგონია  ისეთი რადიკალური იყოს, როგორც წინასაარჩენო პერიოდისას გამოირჩეოდა თავისი რიტორიკით. მგონია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა არის იმდენად მდგრადი, რომ არც ტრამპს და არც ნებისმიერ  კანდიდატს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან, რომელიც უკვე არჩეულია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებების სისტემა ისეა დაბალანსებული, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას აუცილებლად დააბალანსებს საკანონმდებლო ხელისუფლება. მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელები არიან უმრავლესობაში, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენლობით პალატაში. არ უნდა გაგვიკვირდეს ისიც, რომ  თვითონ საკუთარ პარტიაშიც კი, ტრამპს მომხრეები არ ჰყავს. ნახევარიც არ უჭერს მხარს მისი საკუთარი პარტიიდან, რაც გავლენას საკადრო პოლიტიკაზეც იქონიებს, რომელიც მან უნდა განახორციელოს", _ აღნიშნავს კაკაჩია.

პოლიტოლოგის აზრით, მნიშვნელოვანი მომენტია საკადრო პოლიტიკაც, რომელი მიგვანიშნებს რაზე აკეთებს ტრამპი აქცენტს.

"ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ვის აარჩევს ის თავი გუნდში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, სახელმწიფო მდივნად, თავდაცვის მდივნად. ეს არის საკითხები, რომელიც ჩვენ მეტნაკლებად გვეხება. ასევე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ვინ იქნება მრჩეველი, ესეც მნიშვნელოვანია. როგორც კი გაირკვევა რა ხალხზეა საუბარი, ამის შემდეგ გარკვეული პროგნოზების გაკეთებაც შეიძლება. ასევე ვივარაუდოთ, როგორი შეიძლება იყოს მისი საგარეო პოლიტიკა  პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში.

აშშ–ს საგარეო პოლიტიკა დიდად არ შეიცვლება, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს აქცენტები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ერთადერთი რისი ცვლილებაც შეიძლება დადგეს, ნატო–ს გაფართობის საკითხის შეჩერებაა, რომელიც არც ობამას პერიოდში იყო წინ წამოწეული და პრიორიტეტული. ეს, ალბათ, კიდევ უფრო გადაიწევს. ეს კი, რა თქმა უნდა, საქართველოზე უარყოფითად იმოქმედებს.
ასევე, გარკვეული  რისკი არსებობს, რომ ამერიკამ არ დაიწყოს, როგორც ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო თავის დროზე გადატვირთვის მსგავსი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ და უკრაინას გვაზარალებს.  ეს რისკები თეორიულად არსებობს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, მოხდება ეს თუ არა",_ ამბობს კაკაჩია.

კაკაჩიას მსგავსად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, რომელსაც მიაჩნია, რომ ვინაიდან ამერიკისთვის საქართველოს პრიორიტეტი არასდროს ყოფილა, ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.

"ნუ ველით სერიოზულ ძვრებს იქედან. უბრალოდ, შეიძლება დადებით მომენტად აღვიქვათ ის, რომ ჩვენს ქართველ პოლიტიკოსთა ის ნაწილი, რომელიც  მთლიანად დასავლეთის და ამერიკის იმედზე იყო, ცოტა უფრო რეალისტურად შეხედავენ, ალბათ, მოვლენათა განვითარებას და იძულებული გახდებიან უფრო მეტად იყონ საკუთარი თავის იმედზე. "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ. მათ ბიბლიასავით სწამთ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე მაშინ, როდესაც საქართველოს თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არასოდეს ყოლია სტრატეგიული მოკავშირე, ქვეყანა, რომელიც ჩვენი გულისთვის იომებს, როდესაც თუ თავს დაგვესხმება ვინმე, მოვა და  ჩვენს გვერდით დადგება. მაგრამ სულ სხვაა  ომის შემდეგ რომ გეხმარება და რეაბილიტაციას გიწევს. ომის შედეგები კი,  ათწლეულების მანძილზე გვრჩება. მხოლოდ დიპლომატიური დახმარება სულაც არ ნიშნავს სტრატეგიულ კავშირს. თავის დროზე სწორად დიპლომატიური ხელშეკრულებები იდებოდა, რომელიც დიპლომატიურ დახმარებას გულისხმობდა, საერთაშორისო კონფერენციებზე და კონგრესებზე მხარდაჭერას", _ აღნიშნავს ცინცაძე და დასძენს, რომ "ტრამპი ყველანაირად შეეცდება ნატო–ში ამერიკის როლის და ლიდერობის შემცირებას, თუ კონგრესმა ამაში მხარი დაუჭირა".

"თუმცა, ამის წინააღმდეგი, შესაძლოა, კონგრესის ორივე პალატა წავიდეს. ტრამპს ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში მომხრე არ ყავს, არც ქვეყანაში. ეს არჩევნები იყო ანტირეიტინგების არჩევნები. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ამერიკელებს არც ტრამპი მოსწონთ, არც კლინტონი. ყველა ამერიკელი მიმომხილველი იმას ლაპარაკობს, რომ ეს იყო ორი არაპოპულარული ლიდერის უპრეცედენტო წინასაარჩევნო კამპანია.

როგორ მართავს ტრამპი ქვეყანას დღეს ძნელი წარმოსადგენია, მით უმეტეს, მტრულად განწყობილი რესპუბლიკური პარტიის მმართველი ელიტის ორივე პალატის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის უმაღლესი სასამართლოს ფონზე, სადაც ყველა წევრი ობამას დანიშნულია. მათ ტრამპი ვერც გადააყენებს, ვერც მოხსნის და ვერც პარტიიდან გარიცხავს. ეს კი მნიშვნელოვანია.

ობამას მმართველობა ვერ გაგრძელდება, მაგრამ იქნება აღვირამოდებული ტრამპის მმართველობა. წინასაარჩევნო კამპანიაში ტრამპს აღვირი არ ჰქონდა, რასაც  უნდოდა იმას ლაპარაკობდა და ჰპირდებოდა ამერიკელ ხალხს. ძალზედ უხვად გასცა შეუსრულებადი დაპირებები, მაგალითად, მრეწველობის დაბრუნება ამერიკაში, რომელიც  ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ამერიკიდან  ყველა დიდი ქარხანა–ფაბრიკა  ჩინეთში, ვიეტნამში, მექსიკაში და ინდოეთში გავიდა, რადგან მუშა ხელი  იქ უფრო იაფია. ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება რომ ამას ამერიკაში დააბრუნებს, რისი გაკეთებაც ფიზიკურად შეუძლებელია.

ასევე ვერ შეაბრუნებს ობამას დაწყებულ ჯანდაცვის პოლიტიკას. მგონია, რომ ტრამპს კონგრესთან ურთიერთობაც გაუჭირდება. ამერიკას აქამდე გამოუცდელი პრეზიდენტი არ ჰყოლია, ტრამპი კი ქუჩიდან მოვიდა, დილეტანტია ამ საქმის, რომელმაც  იმით ისარგებლა რომ კლინტონების ოჯახი ამერიკელებს ძალიან არ უყვართ, ისევე, როგორც ბუშების ოჯახი.

ამასთანავე,  ამერიკაში ინსტიტუტებია ისეთი, რომ არ მისცემენ ტრამპს უფლებას თავისი სიგიჟით კრიზისამდე მიიყვანოს ქვეყანა", _ აღნიშნავს ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის გამარჯვებამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ აღნიშნა, რომ ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან

ელჩის განცხადებით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში ”რეპუბლიკელები” გაიმარჯვებენ თუ ”დემოკრატები”. 
”ამერიკაში განსაკუთარებული ღამეა, ყველას დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის, მთავრობის და საზოგადოების წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩემი აზრით, ის რაც ხდება ამ წუთებში, იმის მაჩვენებელია, რომ ამერიკაში ცვლილებების განხორციელების რეალური სურვილია. მაგრამ ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ ”რესპუბლიკელები” თუ ”დემოკრატები”. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთარებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, _ განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ურთიერთობების შეუცვლელობის იმედი აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა,

"ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერა", _ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ, რასაც ოპოზიციაში არ ეთანხმებიან.

"თუ შტატებში იცვლება ხელმძღვანელობა, მაშინ არსებობს შანსი, რომ საგარეო პოლიტიკა შეიცვალოს", _ აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

მისივე თქმით, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას და ლიდერობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ახლა როგორც არასდროს უნდა მოინდომოს და შეეცადოს, რომ დაბრუნდეს დღის წესრიგში, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს", _ აღნიშნავს კაპანაძე და დასძენს, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველოს აქტიურობა გადამწყვეტი იქნება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლანჩხუთში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო