"ახლა დაიწყეს რაღაც უაზრო საუბარი, უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი კერპი, გაემიჯნენ 600 ათას მხარდამჭერსა და ამომრჩეველს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მყოფ ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟთან საერთო არაფერი მინდა მქონდეს" _ ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" გაკეთებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„რა შუაშია საერთოდ სააკაშვილი ამ საუბრებთან. მე მათ ვურჩევდი, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ეს გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ დემორალიზებას. არა, უნდა გავიდეთ, ერთმ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, მაგრამ ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღეს და ამან გამოიწვია კიდევ მეტი იმედგაცრეუბა.
რძესავით შევირგეთ ივანიშვილის გაყალბებული არჩევნები. ამის მერე დაიწყეს ისევ უაზრო საუბარი, იმ ორმა ტიპაჟმა, თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი. იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობსკენ მოვუწოდებდეთ ყველაფერ ამის მიმართ, არის ხელების დაშვება. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგიში, 600 ათას ამომრჩეველთან.
იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს საკუთარ ხალხს, დაუშვა ამდენი შეცდომა, გამოგვიწერა დამრცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ სამომავლოდაც, ამ ახირებულ ერთ-ორ პრესონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, მე არაფერი მინდა მქონდეს საერთო“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.