11 ნოემბერს, 16:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი" მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეულია 26 ნამუშევარი, რომლებიც გამოფენილი იქნება თიბისი ბანკში. გამოფენის პარალელურად ჩატარდება მოკლე პრეზენტაციები პროექტების შესახებ. საკონკურსო კომისია გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს.
კონკურსი წელს უკვე მეექვსედ ტარდება „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.
გთხოვთ, გვეწვიოთ და უგულშემატკივროთ მოსწავლე გამომგონებლებს! (R)