გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ა(ა)იპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ნორმატივებთან შესაბამისობის დასადგენად, ლაბორატორიული გაზომვების ჩატარება.
დოკუმენტს ხელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა პაატა ბატიაშვილმა და ა(ა)იპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ მოაწერეს.
ხელშეკრულების ფარგლებში ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდი 25 000 ლარს გამოყოფს, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაძლებლობას მისცემს ჩაატაროს ინტენსიური ლაბორატორიული კვლევები საავტომობილო საწვავში ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების გაზომვის მიზნით.